კრემლი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ არსებობს

18 ოქტომბერი 2021, 11:42 607 ნახვა

ჯერჯერობით არ არსებობს რუსი და უკრაინელი ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა, ვინაიდან, კიევი მინსკის შეთანხმებებიდან გასვლას ცდილობს, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიას.

რუსი დიპლომატის თქმით, პერსპექტივის არ არსებობა უკრაინის ლიდერის ქმედებებითაა გამოწვეული. მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებიდან სწორედ უკრაინელი ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობენ გასვლას. მინსკის შეთანხმებას მხარეებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი.

ეს იყო სამმხრივი შეთანხმება , უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და ეუთოს შორის. იგი დონბასში ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი