ქედაში სოფელ პირველ მაისში, ცივასულას ციხის მიმდებარედ არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად სპეციალისტებმა დაახლოებით მე-12 საუკუნით დათარიღებულ ორი ქვევრსა და თიხის ნაკეთობების ნამსხვრევებს მიაკვლიეს. აქ მოპოვებული ნივთები ქედის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.
ისტორიკოსების ინფორმაციით ციხე როგორც სათვალთვალო ასევე თავდაცვითი დანიშნულების იყო და მისი მეშვეობით ხეობა კონტროლდებოდა. ექსპედიცია ერთი კვირაა მიმდინარეობს და კიდევ 7 დღეს გაგრძელდება. სამუშაოები შპს ქედის ისტორიული მუზეუმის მიერ ხორციელდება, ფინანსურ მხარდაჭერას კი ქედის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.