საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში გრძელდება.
ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ხვდება. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ აუდიენციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და გი პარმელინი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ეს პირველი უმაღლესი დონის ოფიციალური ვიზიტია.