ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს

14 ოქტომბერი 2021, 09:22 514 ნახვა

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა.  ვლადიმერ პუტინის  თქმით, ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია და სიმართლეს არ წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი ზრდა რესურსის ჭარბმა მოხმარებამ გამოწვია და კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროპის ქვეყნებს მარაგების შესავსებად მეტი ბუნებრივი რესურსი უნდა შეესყიდათ.

მიმდინარე წლის იანვრიდან ევროპაში გაზის ფასი 250%-ით გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი