ავღანეთში მედიასაშუალებები იხურება

13 ოქტომბერი 2021, 13:51 949 ნახვა

ავღანეთში სულ მცირე 153 მედიასაშუალებამ მუშაობა შეწყვიტა. დაიხურა უცხოური გამოცემების ადგილობრივი ბიუროებიც. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და ფინანსური სირთულეების გამო ბევრი ბეჭდური მედია მთლიანად ონლაინ ფორმატზე გადავიდა ან  დაიხურა.

ორგანიზაცია ჰიუმენ რაითს უოჩი აღნიშნავს, რომ თალიბების დაპირებების მიუხედავად, რომ ისინი არ შეაფერხებენ მედიის მუშაობას, რომელიც "ისლამურ ღირებულებებს პატივს სცემს", რადიკალური მოძრაობა აწესებს ახალ რეგულაციებს და მოთხოვნებს, რაც მედიის სრულფასოვან ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ერთ-ერთი ავღანელი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა,  თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  შეუძლებელი გახდა  საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, ქალთა უფლებების მდგომარეობაზე, მთავრობის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე მსჯელობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში