დაფიქსირდა უმნიშვნელო შეცდომები, რომლებსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნებათ არჩევნების შედეგებზე - საერთაშორისო დამკვირვებელი

02 ოქტომბერი 2021, 22:00 921 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებლების პირველი ბრიფინგი გაიმართა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ზოგადი სიტუაცია იყო წყნარი და მშვიდი.

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კომისიის წევრები კარგად იყვნენ მომზადებული. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ კოვიდ 19- თან დაკავშირებული რეგულაციები სათანადოდ იყო აღსრულებული. არანაირი დარღვევები არ იყო დაფიქსირებული და არც ოფიციალური საჩივრები არ გახდათ წარდგენილი. რაც შეეხება რიგში მყოფ მომლოდინე ხალხს. რიგებიც კარგად იყო ორგანიზებული. ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები და წესები იყო სათანადოდ აღსრულებული. დაფიქსირდა უმნიშვნელო შეცდომები, რომლებსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნებათ არჩევნების შედეგებსა და პროცესზე", - განაცხადეს დამკვირვებლებმა.

მათივე განცხადებით, არჩევნებზე იყო მაღალი ჩართულობა  ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან, ყველაფერი იყო გამჭირვალე და არ არსებობდა სივრცე რაიმე შეცდომისა.

"საარჩევნო უბნების შესასვლელთან მოწმდებოდა ყველა ამომრჩევლის პირადობა. ყველა ამომრჩეველი გადიოდა მარკირების პროცესს"- განაცხადეს დამკვირვებლებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი