ხანძარი იყო ქედაში. სოფელ ზვარეში ცეცხლი გვიან ღამით, გოგიტიძეების ორსართულიან სახლს გაუჩნდა. სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების სახლიდან გამოტანა ვერ მოახერხეს. ადგილზე ქედის სახანძრო სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ხუთწევრიანი ოჯახიდან ორი მცირეწლოვანია, ისინი ახლობლებს აფარებენ თავს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ვითარებას ადგილზე დღეს გაეცნობა, მანამდე კი მერიის ინფორმაციით, ოჯახს ქირით გაიყვანენ.