ბაიდენი ბუსტერ დოზით აიცრა

28 სექტემბერი 2021, 15:40 712 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა. ”ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მეტი ადამიანის ვაქცინაცია”, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში მოქალაქეების დაახლოებით 23% არ აცრილა.  აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა ფაიზერ/ბიონტექის ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებას 65 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელებისთვის, თანმხლები დაავადების მქონე მოზრდილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი