ავსტრალიაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ სამშენებლო ობიექტები დახურეს

21 სექტემბერი 2021, 12:46 746 ნახვა

ავსტრალიის ხელისუფლებამ მელბურნში სამშენებლო ობიექტები ორი კვირით დახურა მას შემდეგ, რაც ქალაქში გამართული ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ბოთლები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს. ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანა. პროტესტი გამოიწვია გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები ვალდებულები არიან მიმდინარე კვირის პარასკევამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი