ესპანეთის ანდალუსიას რეგიონში ტყის ხანძრის გამო 2 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხანძარს, რომელიც ქალაქ ესტეპონის სიახლოვეს გასული კვირის ოთხშაბათს გაჩნდა, გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესპანეთის მთავრობამ მთიანი რეგიონის მეხანძრე-მაშველთა დასახმარებლად ქვედანაყოფი განათავსა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე დამწვარია 7 400 ჰექტარი ტერიტორია. ამ ზაფხულს ტყის ხანძრებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა.
ექსპერტები ხანძრების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.