თურქეთმა „თურქოვაკის“ სერიული წარმოება შესაძლოა ოქტომბერში დაიწყოს

10 სექტემბერი 2021, 12:10 1915 ნახვა

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების 90%-ს არავაქცინირებული, ან ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრილი პირები შეადგენენ, - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აიცრნენ, მეორე დოზის გაკეთებიდან 5-6 თვეში ე.წ. „ბუსტერ“ დოზა უნდა მიიღონ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, თურქეთში წარმოებული ვაქცინა „თურქოვაკი“ დამტკიცების მოლოდინშია.   

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში მისი სერიული წარმოება ოქტომბერში დაიწყება,“- აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი