რუსეთის ქალაქ ნოგინსკში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ბუნებრივი აირი საცხოვრებელ კორპუსში დილის 06:55 წუთზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა 24 ბინა, აქედან 17 მთლიანად დაინგრა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვა მინები ახლომდებარე შენობებშიც, დაზიანდა ეზოში მდგარი მანქანები.