ბათუმის მერიაში მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უზრუნველყოფს მყარი მუნიციპალური ნარჩენების მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, რის მიხედვითაც გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს პლასტმასის ნარჩენებისთვის სპეციალური ყუთების დამზადებასა და სპეციალურად შერჩეულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან განთავსებას, მუნიციპალური კონტეინერების მიმდებარედ ჯამში იგეგმება დახარისხების 10-მდე ყუთის განთავსება.