ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა დღეს გაიმართება

01 სექტემბერი 2021, 10:24 999 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს დღეს თეთრ სახლში შეხვდება, მანამდე კი ზელენსკი  უკვე იმყოფებოდა პენტაგონში, სადაც შტატებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში უკრაინისა და შტატების თანამშრომლობაში ახალი ეტაპი დაიწყო.

გარდა ამისა ორი მემორანდუმი გაფორმდა ენერგეტიკის სფეროშიც. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი კიევს 60 მილიონის სამხედრო დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი