ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო 

27 აგვისტო 2021, 16:15 5376 ნახვა

ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ მამაკაცმა ცურვა არ იცოდა. 

შემთხვევა მდინარე კინტრიშის და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა დასასვენებლად ქობულეთში კახეთიდან ჩამოვიდა. 

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფებოდა. პროცესში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი