გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი 

25 აგვისტო 2021, 13:20 7116 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი, რამდენიმე პირი კი დაშავდა.

შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე  მოხდა. გარდაცვლილია უცხო ქვეყნის მოქალაქე.  

დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო: არქივი

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში