ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა.ის საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარუდგინა.
რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას ბათუმის საკრებულოში, ასე გამოიყურება: რევაზ ხარაზი, თეკლა გავაზაშვილი, ლაშა კილაბერია, მამუკა გოგუაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალეკო ვარშალომიძე, ილო ჯინჭარაძე, ქეთი ლასაკანიძე, ბაჩი მექვაბრიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკა ზარია, ლევან გორგილაძე, როი დვალი, ელიზა ეფაძე.