ვითარება ავღანეთში

18 აგვისტო 2021, 20:08 1797 ნახვა

ავღანეთში ისევ რჩება საქართველოს მოქალაქეების ნაწილი. ქვეყანაში დილით უნგრული ბორტით  მხოლოდ 6 ქართველის ჩამოყვანა მოხერხდა.

ქაბულის აეროპორტიდან კი დიპლომატების და რიგითი მოქალაქეების ევაკუაციის განახლებამ, აეროპორტის კარიბჭესთან ხალხის რაოდენობის მატება გამოიწვია, ჭყლეტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა, რომელიც ახლა, სი-ენ-ენის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი