ორი ავტოკატასტროფა თურქეთში

09 აგვისტო 2021, 17:38 907 ნახვა

თურქეთის დასავლეთში ორი  ავტოკატასტროფის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 28 - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა იზმირის პროვინციაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა. მეორე ავტოკატასტროფა კი ბალიკესირტან მოხდა.

მძღოლმა, რომელიც ბალიკესირი-ედრემიტის რეისს ასრულებდა, მართვაზე კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. ადგილზე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 17-ი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში