ბათუმი 3-1 სამტრედია

09 აგვისტო 2021, 10:01 1157 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში  22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ცხრილის ლიდერი ‘’დინამო’’ ბათუმი  განახლებული სეზონის პირველ შეხვედრაში „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა. ბათუმელები ანდრო გიორგაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. მალევე მეორე  ავტოგოლი მიითვალა გაგი მარგველაშვილმა, რითაც სამტრედიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გია გეგუჩაძის გუნდმა წინ გასვლა მატჩის 81-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლით მოახერხა.

საბოლოო წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ დასვა. ‘’დინამო’’ ბათუმს  22 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს და პირველ ადილზეა.

ტურის მეორე შეხვედრაში თბილისის ‘’დინამომ’’ დედაქალაქურ დერბიში საბურთალოს 2:1 სძლია და ამ მოგებით გუნდი  44 ქულით   გათამაშების ცხრილში  მე-2 პოზიციას იკავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი