ტყის ხანძრები საერთაშორისო საფრთხე გახდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასა და ტერორიზმს უტოლდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, ტყის ხანძრების გამოწვევის წინაშე ახლა მთელი მსოფლიო დგას.
ტყეები იწვის აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, აფრიკის ქვეყნებში და ეს ვითარება კლიმატური პირობებით არის გამოწვეული.
თურქეთში ტყის ხანძრები ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი ევაკუირებულია. დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, რაც კოსმოსიდანაც კი ჩანს.
ამჟამად ხანძრებს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში ებრძვიან.