თურქეთში ტყის ხანძარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტებმა აიღეს

02 აგვისტო 2021, 14:46 771 ნახვა

თურქეთში ტყის ხანძარმა უკვე 8 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 850 აღემატება.  მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტყის ხანძარზე პასუხისმგებლობა  რადიკალურმა ქურთულმა ორგანიზაციამ „ცეცხლის შვილებმა“ აიღო. 

კვირას გაზეთმა  „ენი შაფაქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ  „ცეცხლის შვილებმა“, რომელიც თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის  ექსტრემისტებთან არის კავშირში, აღიარა, რომ ტყეში ხანძარი განზრახ გააჩინა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  თურქეთის რეჟიმს სხვა ენა არ ესმის, ამიტომაც მათ მისი მუხლებზე  დაჩოქება ტყის ხანძრის  მეშვეობით  გადაწყვიტეს.  

ერდოღანმა პირველი  ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა  თურქეთის 27 დასახლებული პუნქტი. ამ დრომდე ლოკალიზებულია ცეცხლის 107 კერა, 5 კერას საგანგებო სამსახურები ჯერ ვერ აკონტროლებენ.  ტყე ქვეყნის  32 პროვინციაში იწვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი