ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან

28 ივლისი 2021, 09:10 89 ნახვა

ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ფიჭვის ტყეში გაჩნდა და საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნებს საფრთხე შეუქმნა. დამწვარია რამდენიმე სახლი. ათენიდან 30 კილომეტრში მდებარე სამანტადან ევაკუირებულია მოსახლეობა. სხვა მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებს კარებისა და ფანჯრების დახურვას ურჩევენ.

კვამლი შეინიშნება ათენშიც. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონი შემცირებულია ხილვადობა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 300-მდე მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში