ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხულოს დრამატულ თეატრში პირველი სპექტაკლი გაიმართა.
მონოპიესა ,,შეჭრა“ აფხაზეთიდან დევნილი ქალის ტრაგიკული ისტორია მაყურებელს იმ მტკივნეულ თემატიკაზე ესაუბრა რასაც დევნილების ცხოვრება ქვია. მონოპიესა ბათუმისა და ხულოს თეატრების შემდეგ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.