ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

14 ივლისი 2021, 18:51 759 ნახვა

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ტელეწამყვანისა და მომღერლის სლავა ტრიფონოვის პარტიამ "არის ასეთი ხალხი" გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით მან ხმების 24,08% მიიღო. ცესკო-ს მონაცემებით მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერის ბოიკო ბორისოვის "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" არის ხმების 23,51%-ით . ტრიფონოვის პარტია პარლამენტში სავარაუდოდ  62 ადგილს მიიღებს, ბორისოვის პარტია კი - 61-ს. საბოლოო შედეგები 15 ივლისისთვის გამოცხადდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში