ერაყის ქალაქ ნასირიაში მდებარე საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 67 ადამიანი. ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.
ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა შეხვედრები გამართა მინისტრებთან და ქალაქ ნასირიას ჯანდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მენეჯერების დაპატიმრების განკარგულება გასცა.
ერაყში კორონავირუსით ინფიცირების 1.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 17 592 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.