ჯო ბაიდენმა ავღანეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

09 ივლისი 2021, 13:07 842 ნახვა

აშშ-ის ავღანეთში სამხედრო მისიას 31 აგვისტოს დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აშშ-ის მიერ ავღანეთში ომის დასრულება არ ნიშნავს, რომ მისია შესრულებულია - ამბობს ბაიდენი და აღიარებს, რომ ავღანეთში კონფლიქტს სამხედრო გამოსავალი არ აქვს.

„მისია შესრულებულია იმ კუთხით, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შევძელით და ტერორიზმი არ მომდინარეობს მსოფლიოს ამ ნაწილიდან“, – თქვა ბაიდენმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში