თალიბანის წარმომადგენლები მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ

09 ივლისი 2021, 13:06 682 ნახვა

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის ტერიტორიის 85%-ს აკონტროლებს.

„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ არ დაუშვებს ავღანეთის ტერიტორიის გამოყენებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებას არ დაუშვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში