ჰაიტის მოკლული პრეზიდენტის ცოლი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. გასულ ღამით ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციას-ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თავდამსხმელები ესპანურად საუბრობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.