ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმას, რაც ხდება ავღანეთში, სადაც ვითარება სწრაფი გაუარესებისკენ მიდის, მათ შორის ამერიკული და ნატო-ს სხვა ჯარების ნაჩქარევი გაყვანის ფონზე”, - აღნიშნა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონის ესაუბრა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებს და ასევე კონტაქტში იმყოფება ცენტრალური აზიის სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გამოიყენებს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე სამხედრო ბაზას იმისათვის, რომ შეაჩეროს ნებისმიერი აგრესია მოკავშირეების , ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წინააღმდეგ.