ეპიდვითარება მსოფლიოში

06 ივლისი 2021, 20:30 1081 ნახვა

ამ დროისთვის „დელტა“ ვარიანტი 96 ქვეყანაშია გავრცელებული და ველოდებით, რომ მისი გავრცელება გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია აუცრელი, დაინფიცირებისგან თავისა და ახლობლების დასაცავად საჭიროა ყველა არსებული ზომის გამოყენება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში