კორონავირუსის ინდური ვარიანტი, რომელიც „დელტა“ შტამის სახელითაა ცნობილი, სავარაუდოდ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე სხვა ვარიანტები. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ფაუჩის თქმით, ვირუსის აღნიშნული ვარიანტი აშკარად უფრო ინფექციურია და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ვრცელდება. ენტონი ფაუჩის თქმით, სამეცნიერო მონაცემების თანახმად, რომლებსაც ამერიკელი მკვლევრები გაეცნენ, მითითებული შტამი „უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა“, რადგან ის იწვევს უფრო სერიოზულ დაავადებას, რაც ჰოსპიტალიზაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვალების საფუძველია.