მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართავს

18 ნოემბერი 2016, 00:00 3066 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება-ადგილობრივების განაცხადებით, ყოველი გაწვიმებისას აღმაშენებლის 12 ნომერში მდებარე ელექტრო გამანაწილებელ ტრანსფორმატორში წყალი შედის, რის გამოც ის ფეთქდება და ასეულობით ოჯახს, მათ შორის იქვე მდებარე საბავშვო ბაღს ელექტროენერგიის მიწოდება უწყდება. მოსახლეობას უკვე 3 წელია, აღნიშნული პრობლემა აწუხებს, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ენერგო-პრო-ჯორჯია შესაბამის ზომებს არ იღებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და უახლოეს მომავალში იგეგმება ტრანსფორმატორის ადგილმონაცვლეობა ან სხვა სახის ღონისძიების გატარება.

ამავე კატეგორიაში