შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მინისტრი შიშობს, რუსეთი ასევე გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ძალიან ცოტა და ძალიან გვიან“. სწორედ ამიტომ უკრაინის ხელისუფლება დღის წესრიგში აყენებს შავი ზღვის საკითხს ალიანსის წევრებთან, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებისას - ამბობს კულება და იმედს გამოთქვამს, რომ შავი ზღვა აზოვის ზღვის ბედს არ გაიზიარებს.