ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

01 ივლისი 2021, 11:57 1295 ნახვა

საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დასრულდა. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე.

საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი