გაუარესებული ეპიდსიტუაცია რუსეთში

30 ივნისი 2021, 18:39 773 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში  "ლოქდაუნის" გამოცხადებას არ გამორიცხავს.  რუსეთის რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები  მიმართულია იმისკენ, რომ "ლოქდაუნი" ავიცილოთ", - განაცხადა მან ტრადიციული პირდაპირი ხაზის დროს.   პუტინი  ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მხარს არ უჭერს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონი გუბერნატორებს საშუალებას აძლევს, სავალდებულო ვაქცინაცია მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის დააწესოს. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 669 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.  ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“  21 ათას 42 ადამიანს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი