საპროტესტო მსვლელობა კიევში

29 ივნისი 2021, 13:53 916 ნახვა

კიევში უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი  ხელისუფლებისგან ბიზნესზე ზეწოლის შეწყვეტასა  და არსებულ პრობლემებზე  ყურადღების მიქცევას მოითხოვენ.  

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე გამართეს.  მსვლელობის დროს ისმოდა  სამგლოვიარო მარში.

აქციაზე მეწარმეები სამგლოვიარო გვირგვინებითა და კუბოებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი დაასამარა.   წესრიგის დამცველებმა აქციის მონაწილეებს  გვირგვინები  წაართვეს, რის გამოც დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მჯდომარე აქცია გამართეს და მათი პრობლემებით დაინტერესება  მოითხოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი