ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 17- წლიანი სამსახური დაასრულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.
107 როტაციის ფარგლებში ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.