დაგვის მოსახლეობის გამაფრთხილებელი აქცია. ადგილობრივები გზაზე ბეტონის ზღუდეების მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
გზის პრობლემური მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. სადაც ამბობენ, რომ დამცავი ზღუდეების მოსაწყობად პროექტს მიმდინარე წლის ბოლომდე შეიძენენ და სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მანამდე კი დროებით არსებული რესურსის ფარგლებში, ბეტონის ზღუდეებს განათავსებენ.