ცესკომ შემაჯემებელი ოქმი უკვე გამოსცა, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა, ამისთვის პრეზიდენტს დრო 19 ნოემბრამდე აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ.