ბაიდენი-პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

15 ივნისი 2021, 10:05 836 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს დაგეგმილ შეხვედრაზე გარკვევით აუხსნის, რომ არსებობს სფეროები, რომლებზეც  ორ ქვეყანას თანამშრომლობა შეუძლია, მაგრამ თუ რუსეთი უარს იტყვის თანამშრომლობაზე და ჩვეულ საქმიანობას განაგრძობს, შეერთებული შტატები მას შესაბამისად უპასუხებს - განაცხადა ჯო ბაიდენი ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებზე, თუკი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება ან მოკლავენ, ჯო ბაიდენმა უპასუხა - „ნავალნის სიკვდილი კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ რუსეთი ნაკლებად ან საერთოდ არ აპირებს დაიცვას ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები.

ეს ტრაგედია იქნება და დააზარალებს მის ურთიერთობებს დანარჩენ სამყაროსთან, მათ შორის, ჩემთანაც - განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, რუს კოლეგას მან „ღირსეული მეტოქე“ უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი