უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წერიგში არ დგას - გერმანიის მთავრობა

11 ივნისი 2021, 14:16 824 ნახვა

უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა განაცხადა.   მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეეთერში განაცხადა, რომ  ნატოში უკრაინის  არგაწევრიანების  გარანტია არ არსებობს. 

პუტინმა დასძინა, რომ  ვიღაც მაინც უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი რეაგირება მოჰყვება  რუსეთის საზღვრებამდე  ნატოს გაფართოებას კრემლის მხრიდან  და  ასევე იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წითელ ხაზად. 

„თქვენ იცით უკრაინისადმი ჩვენი მიდგომა, მაგრამ ნატოში მისი გაწევრიანების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას - განაცხადა დემერმა კითხვაზე, ათვითცნობიერებს თუ არა გერმანიის მთავრობა რუსეთის შეშფოთებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში