აშშ-ში შესაძლოა კოვიდვაქცინის მილიონობით დოზა გადაყარონ. აშშ-ის ხელისუფლებამ აპრილში თრომბის საშიშროების გამო, Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. 10 დღის შემდეგ ვაქცინაცია განახლდა, თუმცა ამ წამლის მიმართ ნდობა შემცირდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, პაციენტებმა Johnson & Johnson-ის 21 მილიონ 400 ათასი დოზიდან მხოლოდ ნახევარი მიიღეს მაშინ, როდესაც Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების უკვე 83%-ია გამოყენებული. Johnson & Johnson-ით აცრისას ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა გამოიყენება და მათი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.