ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა

09 ივნისი 2021, 12:51 795 ნახვა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 553 მომხრე, 91 წინააღმდეგი ყავდა, 46 წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს, მას როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახე ექნება, რომელშიც აღნიშნული იქნება ინფორმაცია, რომ  მოგზაურობის მსურველი აცრილია, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მისი აღება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

სერტიფიკატის გამოყენება 1-ლი ივლისიდან დაიწყება და ძალაში 12 თვის განმავლობაში იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი. რადგან ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი სხვა ქვეყნების მიერ ან ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სხვა ვაქცინებით აცრილთა სერტიფიკატებს.

აღნიშნული დოკუმენტით, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის, რაც გულისხმობს კარანტინს ან იზოლაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი