ქობულეთში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი მოსაცდელების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „ალმა“ ახორციელებს, რომელსაც მოსაცდელების მონტაჟთან ერთად მოვლა-შენახვაც ევალება.
ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ სამუშაოების მიმდინარეობას მერიის შესაბამისი ჯგუფი მონიტორინგს უწევს. პროექტი თვის ბოლოს დასრულდება.