სპეციალური კომისია სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს ხულოში. როგორც ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარებას მიიღებენ ადგილობრივები.
გუშინ ძლიერი სეტყვის შედეგად სოფელ დანისპარაულში დაზიანდა სოფლის მეურნეობის კულტურები.