სიმონეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

30 მაისი 2021, 12:10 1849 ნახვა

გარე განათების სისტემის მოწესრგებასა და სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ სოფელ სიმონეთში მცხოვრებლები. როგორც ყვებიან,  მერიამ გარე განათება დაამონტაჟა,  თუმცა ნაწილობრივ.

მოსახლეობის პრობლემებზე საპასუხოდ ხელვაჩაურის მერიაში განმარტეს, რომ სიმონეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  გარე განათების მონტაჟი და სტადიონის კეთილმოწყობა დაგეგმილია.

გარე განათებისთვის ტენდერი 12 ათას ლარზეა  გამოცხადებული.  პროექტი მზადდება  სტადიონის მოწყობისთვისაც, რის შემდეგაც ბიუჯეტიდან თანხები გაიწერება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში