მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 170 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 3 მილიონ 500 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 152 მილიონზე მეტი პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 173 921 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო 45 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 617 ადამიანი. უკვე 16 დღეა ინდოეთში გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება.