ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიის ფრენები აიკრძალება, ხოლო ევროპულ ავიაკომპანიებს მიეცემათ რეკომენდაცია, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას.