ვითარება ახლო აღმოსავლეთში

17 მაისი 2021, 18:25 1251 ნახვა

ღაზის სექტორზე ისრაელის  ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა. მონაცემებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, ღაზის სეტორში  198 პალესტინელი დაიღუპა, 22 ადამიანი კი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.  დაშავებულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.  კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 3 ათასზე მეტი რაკეტა  გაუშვეს, მათგან ათას 210  ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.  ბოლო ინფორმაციით,  ისრაელში სარაკეტო დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავებულია. დღეს ისრაელის არმიამ  ჰამასის ზღვიდან შეტევის მცდელობა აღკვეთა. ჰამასი წყალქვეშა ნავით   ისრაელის ტერიტორიულ  წყლებში ტერაქტს აწყობდა-ნათქვმია არმიის განცხადებაში.  ისრაელის  სამხედრო  ხომალდმა და თვითმფრინავმა  საფრთხის გასანეიტრალებლად ჰამასის წყალქვეშა ნავზე დარტყმა მიიტანა.  ისრაელის არმიის მონაცემებით,  ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ღაზიდან ერთ ღამეში  60 რაკეტა გაუშვა.  ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში 35 სამხედრო ობიექტი გაანადგურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი